თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილეები პროფესორი ირმა ხარშილაძე და ასისტენტ პროფესორი გიორგი დგებუაძე ბიალისტოკის უნივერსიტეტის საერთაშორისო კოორდინაციის ოფისის წარმომადგენელს, Erasmus+ პროგრამის კოორდინატორს იოანა მატოვიცკას შეხვდნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი გიორგი მახარობლიშვილი, ასისტენტ პროფესორი მარიამ ხოფერია და დეკანის აპარატის თანამშრომელი მარიამ ხუროშვილი.
ორი უნივესიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს შორის უკვე არსებობს თანამშრომლობა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.